1.პროექტის დასახელება: ,,ჯადოსნური მხარე''(საქართველო რუსი მწერლების შემოქმედებაში)
2.პროექტის მოკლე აღწერა: საქართველო რუსულ პოეზიაში განსაკუთრებული თემაა, რომელიც ყოველ ეპოქაში თავისებურად იყო გახსნილი და არასდროს არ იყო ბოლომდე ამოწურული. საქართველოს ისტორია, ჩვენი სამშობლოს ისტორიული კავშირები რუს ხალხთან, რუსულ კულტურასთან შუქმოფენილია რუსი პოეტების ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სახელების მთელი პლეადით.
3.პროექტის სრული აღწერა: საქართველო ყოველთვის იყო რუსი პოეტების, მწერლების, მხატვრების შთაგონების წყარო. ჩვენს ქვეყანას უკავშირდება ლიტერატურის მრავალი დიადი სახელი. ,,ჯადოსნურ მხარეს'' უწოდებდა საქართველოს ალექსანდრე პუშკინი. იგი სულის სიღრმემდე აღელვებული იყო იმ მიღებით,რომელიც მას თბილისში გაუმართეს. პოეტი წერდა:,,არ მახსოვს დღე, როცა მე ამაზე უფრო მხიარული ვიყავი. მე ვხედავ, როგორ ვუყვარვართ, მიგებენ და მაფასებენ, და ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიჭებს''.
,,დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი აქ (საქართველოში) საცხოვრებლად'',- წერდა მიხეილ ლერმონტოვი.
საქართველოს სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით მოხიბლულნი იყვნენ ლევ ტოლსტოი, სერგეი ესენინი, ბორის პასტერნაკი, ბელა ახმადულინა, ვლადიმერ მაიაკოვსკი, ოსიპ მანდელშტამი, ევგენი ევტუშენკო და მრავალი სხვა.
4.მონაწილეთა ასაკი და კლასი: 15-16-17 წ./ X-XI-XII კლ
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე სასწავლო წლის მე-2 სემესტრში
სავარაუდო აქტივობები კლასში: წაიკითხავენ და შეისწავლიან რუსი პოეტების ნაწარმოებებს საქართველოს შესახებ, ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს ამ ნაწარმოებების მხატვრულ ღირსებებზე, მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოში ნაკლებად ცნობილი რუსი პოეტების შესახებ.
6.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან რუსი პოეტების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ მდიდარ შემოქმედებას, XIX-XX საუკუნეების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიას, გაეცნობიან საქართველოსადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს,ქართული კულტურისა და ლიტერატურის მათზე ზეგავლენას.
7.სამუშაო ენა: ქართული,რუსული
8.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/ე.ს.გ.-სთან კავშირი: ქართული ლიტერატურა
(წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს ლექსების, ჩანახატების შექმნაში), ისტორია
(გაიღრმავებენ ცოდნას რუსეთის შესახებ)
9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
10.პროექტის ფასილიტატორი: მათე სულწაძე
11.ფასილიტატორის ელ. ფოსტა: matesultsadze@gmail.com
12.პროექტის ფორუმი:
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: sultsadze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий