воскресенье, 19 марта 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე საინტერესოდ წარიმართა,ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნის წესები,როგორ გავუწიოთ რეკლამა მოცემულ პროექტს,დავთვალიერეთ შაბლონები,გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,ვისწავლეთ გუგლიდან სურათების გადმოტვირთვა

суббота, 18 марта 2017 г.

პირველი დღის რეფლექსია

განვიხილეთ და გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოს,მისი წარმოების პრინციპს. შევქმენით ახალი საქაღალდე,სადაც ელექტრონული სახელმძღვანელოდან გადავიტანეთ ყველა საჭირო რესურსი,დავათვალიერეთ სხვადასხვა პროექტები.

суббота, 27 октября 2012 г.

1.პროექტის დასახელება: ,,გადაარჩინეთ ჩვენი სულები" (Спасите  наши души)
2.პროექტის მოკლე აღწერა: რუსი პოეტის,მსახიობის,კომპოზიტორისა და საავტორო სიმღერების შემსრულებლის ვლადიმერ ვისოცკის სახელი უკვე მერამდენე წელია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი გარდაცვალებიდან 20 წელზე მეტი გავიდა,თუმცა ვისოცკის ლექსებსა და სიმღერებს დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალობა,ისინი ისეთივე პოპულარულია, როგორც მომღერლის სიცოცხლის წლებში.
3.პროექტის სრული აღწერა: შესანიშნავი მომღერლის,XX საუკუნის საავტორო სიმღერების უბადლო შემსრულებლის ვლადიმერ ვისოცკის სამსახიობო და სასცენო მოღვაწეობა ცნობილია სპექტაკლების,კინოფილმების,მისი კონცერტების საშუალებით. მომღერლის კონცერტებზე ათიათასობით ადამიანი იკრიბებოდა და სულგანაბული უსმენდა მის ჩახლეჩილ ხმას.ვისოცკის სიმღერებს ახასიათებთ თანამედროვეობა,მოქალაქეობრიობა და საავტორო ჩანაფიქრის ღრმა გაგება. ვისოცკი თავის თავში აერთიანებდა პოეტსაც,კომპოზიტორსაც და შემსრულებელსაც. მისი პოპულარობა დღესაც ძალიან დიდია.ბევრმა მისმა სიმღერამ და გამოთქმამ ,,ხალხური" ხასიათი მიიღო. შესანიშნავი  მომღერლის შემოქმედება ადამიანებს აიძულებდა ეფიქრათ,ემსჯელათ წარსულზე,აწმყოსა და მომავალზე,ადამიანის დანიშნულებაზე,სიყვარულსა და სიძულვილზე.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასი: 15-16-17/X-XI-XII
5.განხორციელების დრო: 2012-2013 სასწავლო წლის მე-2 სემესტრი
6.სავარაუდო აქტივობები კლასში: წაიკითხავენ  ვლადიმერ ვისოცკის პოეტურ ნაწარმოებებს,მოუსმენენ მის სიმღერებს, იმსჯელებენ პოეტის შემოქმედების შესახებ, მოიძიებენ ინფორმაციას ვისოცკის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილ დეტალებზე.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან  XX საუკუნის მე-2 ნახევრის შესანიშნავი რუსი პოეტის,კომპოზიტორისა და შემსრულებლის ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეტაპებს,მის ნაწარმოებებზე შექმნილ სიმღერებს, გაეცნობიან ვისოცკის მოღვაწეობას თეატრსა და კინემატოგრაფში, ისწავლიან მსჯელობას მომღერლის შემოქმედების თავისებურებებზე.
8. სამუშაო ენა: ქართული,რუსული
9.საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/ე.ს.გ.-სთან კავშირი: ხელოვნება (გაეცნობიან ვისოცკის თეატრში მოღვაწეობას), მუსიკა (მოუსმენენ მომღერლის ნაწარმოებებს)
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მათე  სულწაძე
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: matesultsadze@gmail.com
13. პროექტის ფორუმი: 
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:sultsadze.blogspot.com

четверг, 18 октября 2012 г.


1.პროექტის დასახელება: ,,ჯადოსნური  მხარე''(საქართველო  რუსი  მწერლების  შემოქმედებაში)
2.პროექტის  მოკლე  აღწერა: საქართველო  რუსულ  პოეზიაში  განსაკუთრებული  თემაა, რომელიც  ყოველ  ეპოქაში  თავისებურად  იყო  გახსნილი  და  არასდროს  არ  იყო  ბოლომდე  ამოწურული.  საქართველოს  ისტორია, ჩვენი  სამშობლოს  ისტორიული  კავშირები  რუს  ხალხთან, რუსულ  კულტურასთან  შუქმოფენილია  რუსი  პოეტების  ცნობილი  და  ნაკლებად  ცნობილი  სახელების  მთელი  პლეადით.
3.პროექტის  სრული  აღწერა:  საქართველო  ყოველთვის  იყო  რუსი  პოეტების, მწერლების, მხატვრების  შთაგონების  წყარო. ჩვენს  ქვეყანას  უკავშირდება  ლიტერატურის  მრავალი  დიადი  სახელი. ,,ჯადოსნურ  მხარეს''  უწოდებდა  საქართველოს  ალექსანდრე  პუშკინი. იგი  სულის  სიღრმემდე  აღელვებული  იყო  იმ  მიღებით,რომელიც  მას  თბილისში  გაუმართეს. პოეტი  წერდა:,,არ  მახსოვს  დღე, როცა მე  ამაზე  უფრო  მხიარული  ვიყავი.  მე  ვხედავ, როგორ  ვუყვარვართ, მიგებენ  და  მაფასებენ,  და  ეს  ყველაფერი  ბედნიერებას  მანიჭებს''.
     ,,დიდი  სიამოვნებით  დავრჩებოდი  აქ (საქართველოში) საცხოვრებლად'',- წერდა  მიხეილ  ლერმონტოვი.
     საქართველოს  სილამაზითა და  სტუმართმოყვარეობით  მოხიბლულნი  იყვნენ  ლევ  ტოლსტოი,  სერგეი  ესენინი,  ბორის  პასტერნაკი,  ბელა  ახმადულინა,  ვლადიმერ  მაიაკოვსკი,  ოსიპ  მანდელშტამი,  ევგენი  ევტუშენკო  და  მრავალი  სხვა.
4.მონაწილეთა  ასაკი და  კლასი: 15-16-17 წ./ X-XI-XII კლ
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3  თვე  სასწავლო  წლის  მე-2  სემესტრში
სავარაუდო  აქტივობები  კლასში: წაიკითხავენ  და  შეისწავლიან  რუსი  პოეტების  ნაწარმოებებს  საქართველოს  შესახებ, ერთმანეთს  გაუზიარებენ  შთაბეჭდილებებს  ამ ნაწარმოებების  მხატვრულ  ღირსებებზე, მოიძიებენ  ინფორმაციას  საქართველოში  ნაკლებად  ცნობილი  რუსი  პოეტების  შესახებ.
6.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:  მოსწავლეები  გაეცნობიან  და  შეისწავლიან  რუსი  პოეტების  ცხოვრებასა  და  მოღვაწეობას,  მათ  მდიდარ  შემოქმედებას,  XIX-XX  საუკუნეების  რუსეთ-საქართველოს  ურთიერთობების  ისტორიას,  გაეცნობიან  საქართველოსადმი  მიძღვნილ  ნაწარმოებებს,ქართული  კულტურისა  და  ლიტერატურის  მათზე  ზეგავლენას.
7.სამუშაო  ენა: ქართული,რუსული
8.საგნებთან/საგანთა  ჯგუფებთან/ე.ს.გ.-სთან  კავშირი:  ქართული  ლიტერატურა
 (წარმოაჩენენ  თავიანთ შესაძლებლობებს  ლექსების, ჩანახატების  შექმნაში), ისტორია
 (გაიღრმავებენ  ცოდნას  რუსეთის  შესახებ)
9.მონაწილეები  სხვა  სკოლებიდან:
10.პროექტის  ფასილიტატორი:  მათე  სულწაძე
11.ფასილიტატორის  ელ. ფოსტა: matesultsadze@gmail.com
12.პროექტის  ფორუმი: 
13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: sultsadze.blogspot.com